სერტიფიცირებული ხორბლის თესლის ღირებულება: A-კლასი პირველი თაობა (ელიტური სანერგე)


„ლომთაგორა 126“   (ლგ-126)

2014 წელი - ჯიში „ლომთაგორა 126“ მიეკუთვნება რბილი ხორბლის სახეობას (Triticum aestivum L) და წითელმარცვლიან უფხო ფორმის სახესხვაობას - var. lutescens (Alef.).
ჯიში „ლომთაგორა 126“ გამოირჩევა ზამთარ და გვალვაგამძლეობით, ფაკულტატური მიმართულების, ხასიათდება აღმოცენების დიდი უნარით, ძლიერი ფესვთა სისტემითა და საკმაოდ მაღალი ბარტყობით. კარგად განვითარებული პროდუქტიული თავთავების რაოდენობა მცენარეზე 7-დან 12-ის ფარგლებში ცვალებადობს, რომლებიც მცენარის ერთ სიმაღლეზეა განლაგებული.
სტანდარტ ჯიშთან შედარებით საადრეოა. მცენარის მაქსიმალური სიმაღლეა 100 სმ, გამძლეა ჩაწოლისადმი,  ადვილად ილეწება და ვარგისია მექანიზირებული აღებისათვის. თავთავი თეთრი, 11 სმ სიგრძის, კარგად განვითარებული 20-25 თავთუნით, მარცვალი მსხვილი, წითელი, რქისებრი კონსისტენციის.
მცენარე საშუალოდ გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ.
ჯიში „ლომთაგორა 126“-ის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 2-3 ტონით მაღალია საკონტროლო ჯიშებს ბეზოსტაია 1-სა და ჯაგერთან შედარებით. მაღალი აგროფონის პირობებში ჯიშის მოსავლიანობის პოტენციალია 8-10 ტ/ჰა-ზე.

  სასილოსე მასის მოსავლიანობა 25-35 ტონა ჰექტარზე; თესვის ნორმა 5,0-5,5 მლნ მარცვალი ჰექტარზე, საუკეთესო შუალედური კულტურაა ერთსა და იმავე ნაკვეთზე სილოსის ორი  მოსავლის მისაღებად.





"ლომთაგორა 143“


2017 წელი - ჯიში „ლომთაგორა 143“ მიეკუთვნება რბილი ხორბლის სახეობას (Triticum aestivum L) და წითელმარცვლიან უფხო ფორმის სახესხვაობას - var. lutescens (Alef.).
ჯიში „ლომთაგორა 143“ ხასიათდება აღმოცენების დიდი უნარით, ძლიერი ფესვთა სისტემითა და საკმაოდ მაღალი ბარტყობით. კარგად განვითარებული პროდუქტიული თავთავების რაოდენობა 1მ2-ზე 570-580-ის ფარგლებში ცვალებადობს, რომლებიც მცენარის ერთ სიმაღლეზეა განლაგებული.
მცენარის მაქსიმალური სიმაღლეა 100 სმ, გამძლეა ჩაწოლისადმი,  ადვილად ილეწება და ვარგისია მექანიზირებული აღებისათვის. თავთავი ჩალისფერი, 10 სმ სიგრძის, კარგად განვითარებული 20 თავთუნით, თავთავში 65-70 მარცვალია, წითელი, რქისებრი კონსისტენციის. 1000 მარცვლის მასა შეადგენს 45 გრამს.
მცენარე საშუალოდ გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ.
ჯიში „ლომთაგორა 143“-ის მოსავლიანობა საშუალო აგროფონის პირობებში შეადგენს 6,5 ტ/ჰა-ზე.



ჯიში „ლომთაგორა 149“

2012 წელი -“ლომთაგორა 149” რბილი ხორბლის ჯიშია, ხასიათდება ადაპტაციის მაღალი უნარით, აღმოჩენილ და გადარჩენილ მცენარეთა რაოდეონბა შეადგენს 90%-ს. ბუჩქი ნახევრადგართხმულია, მცენარე სწორმდგომი, საშუალო სიმაღლის (95-97 სმ). ჩაწოლისადმი მდგრადი, პირველი იანვრიდან 125-130 დღეში იწყებს დათავთავებას, თავთავი თეთრია, ფხიანი, ცილინდრული ფორმის, საშუალო სიგრძის (10-11 სმ) და სიმჭიდროვის. თავთავზე პროდუქტიული თავთუნების რაოდენობა მაღალია. მცენარეზე თავთავების თანაბარ სიმაღლეზეა განლაგებული, კარგად ილეწება და ვარგისია მექანიზირებული არხებისათვის, მარცვალი წითელი, მინისებრი კონსისტენციის, ერთ თავთავზე 55-60 მარცვალია, 1000 მარცვლის მასა შეადგენს 41-43 გრამს. მარცვალში სველი წებოვანას შემცველობა კი 23-25,0%-ია, ჯიში სტაბილურ მოსავლიანია, რომლის საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 5,0-55 ტ/ჰა=ზე. მცენარე გამძლე და ზომიერად გამძლეა სოკოვანი დაავადებების (ჟანგას სახეობები, ნაცარი, სეპტორიოზი) მიმართ. ჯიში “ლომთაგორა 149” განკუთვნილია საქართველოში ხორბლის მთესველი ყველა რეგიონისათვის..



„გორდა 16“

2017 წელი - ტრიტიკალე (×Triticosecale spp.) ჯიში „გორდა 16“ სამარცვლე-საკვები მიმართულებისაა. მცენარის სიმაღლეა 115-130 სმ, ხასიათდება ძლიერი შეფოთვლით. თავთავი თეთრი, ფხიანი, ოდნავ შებუსული, სიგრძით 13-14 სმ. ინვითარებს 30-36 თავთუნს. მარცვალი წითელი, ნახევრადრქისებური კონსისტენციის, ამოვსებული, წაგრძელებული. თავთავში მარცვლების რაოდენობა 60-65 ცალი. ერთი თავთავის მარცვლის მასა 3.2-3.8 გრამი, 1000 მარცვლის მასა 60-65 გრამი. მარცვლის პოტენციალური მოსავლიანობა 6.5-7.5 ტ/ჰა, მწვანე მასის 55.0-60.0 ტ/ჰა-ზე.
მწვანე მასის მისაღებად ითესება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ დეკადაში. სათესი ნორმა 5.0-5,5 მლ/ჰა-ზე აღმოცენების უნარის თესლი. მწვანე მასის აღება ხდება დათავთავების ფაზაში. საუკეთესო შუალედური კულტურაა ერთსა და იმავე ნაკვეთიდან ორი მოსავლის მისაღებად (სიმინდი).


„ლომთაგორა 109“

2011 წელი - “ლომთაგორა 109” საშემოდგომო რბილი ხორბლის ჯიშია. მცენარე არის მაღალი (100-105 სმ.) ჩაწოლისადმი მდგრადი, საშუალოზე მეტად ყინვაგამძლე და გვალვაგამძლე. სტანდარტ ჯიშებთან შედარებით საადრეოა 2-6 დღით, კარგად ილეწება და ვარგისია მექანიზირებული აღებისათვის. არ ავადდება ფოთლოვანი დაავადებებით (ჯანგას სახეობები, სეპტორიოზი, ნაცარი). ჯიშის თავთავი თეთრია, ფხიანი, თითისტარისებრი, სიგრძით 13-15 სმ. ერთ თავთავში 65-70 მარცვალია. “ლომთაგორა 109” მაღალმოსავლიანი ჯიშია. 3-წლიანი შესწავლის პერიოდში საკონკურსო ჯიშთა გამოცდისას ჯიშის მოსავლიანობამ 1 ჰექტარზე შეადგინა 50-65 ცენტნერი. ჯიში “ლომთაგორა 109” განკუთვნილია საქართველოში ხორბლის მთესველი ყველა რეგიონისათვის.



„ლომთაგორა 123“

2011 წელი - “ლომთაგორა 109” საშემოდგომო რბილი ხორბლის ჯიშია. მცენარე არის მაღალი (100-105 სმ.) ჩაწოლისადმი მდგრადი, საშუალოზე მეტად ყინვაგამძლე და გვალვაგამძლე. სტანდარტ ჯიშებთან შედარებით საადრეოა 2-6 დღით, კარგად ილეწება და ვარგისია მექანიზირებული აღებისათვის. არ ავადდება ფოთლოვანი დაავადებებით (ჯანგას სახეობები, სეპტორიოზი, ნაცარი). ჯიშის თავთავი თეთრია, ფხიანი, თითისტარისებრი, სიგრძით 13-15 სმ. ერთ თავთავში 65-70 მარცვალია. “ლომთაგორა 109” მაღალმოსავლიანი ჯიშია. 3-წლიანი შესწავლის პერიოდში საკონკურსო ჯიშთა გამოცდისას ჯიშის მოსავლიანობამ 1 ჰექტარზე შეადგინა 50-65 ცენტნერი. ჯიში “ლომთაგორა 109” განკუთვნილია საქართველოში ხორბლის მთესველი ყველა რეგიონისათვის.





პროდუქცია




შეგვიკვეთეთ პროდუქცია
შეგვიკვეთეთ პროდუქცია