24 მაისს „ფირმა ლომთაგორა“ში, სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების
საერთაშორისო ცენტრისა (CIMMYT) და მშრალი რეგიონების
სასოფლო-სამეურნეო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARDA) მხარდაჭერით
ჩატარდა ხორბლის სელექციის საერთაშორისო სემინარი საქართველოში.
სემინარი მიეძღვნა მარცვლეული კულტურების თანამედროვე ჯიშების
სელექცია-გამოყვანას, წარმოდგენილი იყო მსოფლიო
კოლექციის 105 ჯიში, (აქედან ქართული ენდემური სახეობების 8 ჯიში:
ჩელტა ზანდური, გვაწა ზანდური, მახა, დიკა ,დოლის პური,შავფხა, და
სხვა...) სემინარის მთავარ მიზანს წარმოადგენდა თითოეული გლეხის,
ფერმერის ოჯახში ადგილობრივ კლიმატტთან და პირობებთან შეგუებული,
მაღალმოსავლიანი, მაქსიმალური რაოდენობის მარცვლეულის წარმოება.
სემინარის ძირითად თემას წარმოადგენდა ხორბლის სასელექციო მასალებისა
და ხორბლის წარმოებაში გლობალური გამოწვევების გაცნობა. შეხვედრის
ფარგლებში მონაწილეებმა ახალი ტექნოლოგიებით გამოყვანილი ხორბლის
თესლის წარმოებაზეც იმსჯელეს, რომელიც შუა აზიისა და ევროპის
ქვეყნებში უკვე გამოიყენება. ,,ლომთაგორას“ მეურნეობაში თანამედროვე
ტექნოლოგიით გამოყვანილი ხორბლის თესლის კვლევისა და სელექციის
პროცესი რამოდენიმე წელია მიმდინარეობს. სემინარზე მოხსენებით კახა
ლაშხი (შპს ,,ლომთაგორა“), ალექსი მორგუნოვი (CIMMYT), იოზეფ ტუროკი
(ICARDA) წარსდგნენ. 25 მაისს, საერთაშორისო სემინარის დახურვა
აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართება და მონაწილეებს უნივერსიტეტის
რექტორი ლაშა გოცირიძე მიმართავს. სემინარის დასრულების შემდეგ,
მონაწილეები შპს ,,ლომთაგორას“ მეურნეობისა და საქართველოს აგრარული
უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის კონცეფციას გაეცნობიან.