„ფირმა ლომთაგორას“ მარცვლეულის გა­დასამუშავებელი საშრობ-შესანახი ქარხა­ნა
მარნეულის რაიონის ლომთაგორას დასახლებაში „ფირმა ლომთაგორა“ უკვე წლებია ადგილობრივი ხორბლისა და სიმინდის მეთესლეობას ეწევა, სადაც სხვადასხვა რეგიონებისადმი მისადაგებული ხორბლის და სიმინდის ახალი ჯი­შების გამოყვანა-გამოცდა და გამრავლება მიმდინარეობს. „ლომთაგორას“ უკვე შექმნილი და დარეგისტრირებული აქვს უხვმოსავლიანი და დაავადე­ბებისადმი გამძლე სიმინდისა და ხორბლის ჯიშები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ზღვის დონის მიხედვით ითესება და უხვმოსავლიანობით გამოირჩევა.
დღეს, შეიძლება ითქვას, რომ „ლომთაგორა“ მეთესლეობის სფეროში ქვეყანაში ერთ-ერ­თი სპეციალიზებული საწარმოა, რომელიც საქმიანობის სფეროს სულ უფრო აფართოებს.
საწარმომ წლეულს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემოიტანა და უკვე დაასრულა „TUDORS“-ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარცვლეულის შესანახი სილოსების მშენებ­ლობა-მონტაჟი, სადაც ერთდროულად 2000 ტონა მარცვლეულის შენახვაა შესაძლებელი. თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით აღჭურვილი 1000, 500 და ორი 200-ტონია­ნი მოცულობის მარცვლეულის შესანახი ბუნკერი ავტომატურ რეჟიმში ანხორციელებს მარცვლეულის შრობას, შენახვასა და დახარისხებას. დღეს ქვეყანაში განსაკუთრებით აქ­ტუალური სიმინდის მარცვლის დაბინავებაა, რადგან სიმინდის შრობის პროცესს და მისი ტენიანობის ტექნოლოგიურ კონდიციამდე –14 %-მდე დაყვანას და შენარჩუნებას ხა­რისხიანი პროდუქციის მისაღებად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ლომთაგორას მარცვლეულის საწარმო ფერმერებს სწორედ ასეთი ტექნოლოგიით გამარ­თულ გარანტირებულ მომსახურებას სთავაზობს. მთავარია, ფერმერმა მოწეული მარცვლე­ული საწარმომდე მიიტანოს, სადაც იგი სპეციალურ სასწორზე აიწონება, გაიზომება მარცვ­ლის ტენიანობა და ავტომატურად ჩაიტვირთება საშრობში. სასურველ კონდიციამდე გაშ­რობის შემდეგ იგი გადავა გასაგრილებელ ბუნკერებში და თუ პატრონი სურვილს გამოთქ­ვამს, ავტომატურად ჩაიტვირთება სილოსში – მარცვლეულის შესანახ ბუნკერში, სადაც მის ხანგრძლივი დროით მაღალხარისხიან შენახვას კომპიუტერული ტექნოლოგიები უზ­რუნველყოფს. მარცვლეულის შესანახი სილოსების კომპიუტერული აღჭურვილობა აკონტ­როლებს ტენიანობას, საჭიროების შემთხვევაში რთავს საშრობ სანიავებლებს და თუ ესეც არ იქნება საკმარისი, ავტომატურად იწყებს მარცვლეულის ამობრუნებას საათში 50 ტონის წარმადობით და უზრუნველყოფს ტენიანობის მითითებულ დონემდე დაყვანას. რისკფაქ­ტორი, რომ მარცვალი გაფუჭდეს, ფაქტობრივად არ არსებობს.
კიდევ ერთი სიახლე, რასაც „ფირმა ლომთაგორა“ სთავაზობს ფერმერებს, უახლესი გერმა­ნული (PETKUS) ტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით დამუშავებული ხორბლის თესლია. ხორბლისა და სხვა მარცვლეუ­ლი კულტურების გადასამუშავებელი საწარმო, რომელიც ახლახანს ამოქმედდა ლომთაგო­რაში, მარცვლეულის გაწმენდა-დახარისხებას ევროპული ტექნოლოგიების შესაბამისად ანხორციელებს.
ყანიდან შემოსული მარცვლეული ჯიშების მიხედვით სილოსებში ჩაიტვირთება და დასა­მუშავებლად ქარხანაში გადადის, სადაც მიმდინარეობს მისი პირველადი გაწმენდა, დაკა­ლიბრება, შეწამვლა და კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად 25 ან 50-კილოგრამიან ტომრებ­ში ფასოვდება.
„ფირმა ლომთაგორა“ ფერმერებს სთავაზობს უმაღლეს დონეზე დამუშავებულ გენეტიკუ­რად და კონდიციურად A კლასის ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა ჯიშის ხორბლის, სიმინდის ჰიბრიდულ და ადგილობრივ (ენდემურ-აბორიგენული) ჯიშის  თესლს, რომელებსაც რეგიონების, ზღვის დონის შესაბამისად, გავლილი აქვთ ჯიშთა გა­მოცდა. ადაპტირებულია შესაბამის ზონისა და კლიმატური პირობებისადმი.
09.01.2018

პროდუქცია




შეგვიკვეთეთ პროდუქცია
შეგვიკვეთეთ პროდუქცია