ფირმა ლომთაგორაში ალოობა დაიწყო. კომპანია რომელიც წლებია ხორბლის
მეთესლეობას ეწევა, გამოჰყავს ხორბლის ახალ ჯიშები და ქართველ
ფერმერებს მაღალი ხარისხის უხვმოსალიანი სუპერ ელიტურ, ელიტურ,
პირველი და მეორე კატეგორიის სათესლე მასალას სთავაზობს, წლევანდელ
ალოობას განსაკუთრებული წარმატებით იწყებს.
ჰექტარზე 110 ცენტნერი (11
ტონა) უმაღლესი ხარისხის ხორბლის მოსავალი კომპანიაში ჯერ არ აუღიათ,
ეს რეკორდია კომპანიისთვის და არა მარტო კომპანიისთვის,
საქართველოში ანალოგიური შედეგი, ჯერ არავის მიუღია.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი კახა ლაშხი აღნიშნავს კომპანია
ამ შედეგისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა.ნაკვეთი სადაც ახლა
ვიღებთ ხორბალს, რვა ჰექტარია, წლეულს ჩვენ აქ დავნერგეთ ახალი
ტექნოლოგია, ხორბალი დათესილია ფართო 1.2 მ. ბაზოებზე, სადაც
გამოყენებულია მორწყვის და მცენარეთა გამოკვების ახალი მიდგომები,
ასევე ერთობლივი კვლევები ჩატარდა ჩეხ (iaroslav Max-
group)კოლეგებთან ერთად, მცენარის ფოთლოვანი კვების
,,energen''-ის ეფექტიანობის დადგენის მიზნით, როგორც ხედავთ
შედეგი საუკეთესოა.
არ დაგიმალავთ და ველოდებოდით, რომ მოსავალი ჰექტარზე 10 ტონას
გადააჭარბებდა ამბობს კომპანიის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო
დარგში ირაკლი რეხვიაშვილი. ხორბლის ჯიშების დახვეწაზე, რომელიც აქ
მოგვყავს, წლებია ვმუშაობთ. ჯიში, „ლომთაგორა 126“ წლიდან
წლამდე სულ უფრო უკეთეს შედეგს იძლევა, ამ ჯიშით ჩვენი ფერმერებიც
კმაყოფილები არიან.
წლეულს აქ სრულიად ახალ ტექნოლოგიაა გამოყენებული და შედეგსაც ხედავთ,
ჰექტარზე ზოგან მოსავლიანობა 12 ტონამდეც აღწევს, ეს უკვე დიდი
მიღწევაა, რაც ძალიან გვახარებს.
სხვა ნაკვეთებიც უკეთესი თუ არა ამას არ ჩამოუვარდება,
ამბმობს კახა ლაშხი. წლეულს საერთოდ უხვ მოსავალს ველოდებით, რომელიც
თითქმის მთლიანად მაღალი ხარისხის, ხორბლის ელიტური სათესლე მასალა
იქნება, მოვახდენთ ფუმიგაციას და შევინახავთ სპეციალურ სილოსებში
(მუდმივ 20 გრადუს ტემპერატურაზე), გავწმენდთ თესლის გადამამუშავებელ,
თანამედროვე (Petkus) დანადგარებით აღჭურვილ ქარხანაში ,
დავაკალიბრეთ, დავაფასოებთ, გავივლით სახელმწიფო სერტიფიცირებას და
უმაღლესი ხარისხის ხორბლის თესლს შევთავაზებთ
ფერემერებს.
უხვი მოსავალი სხვა დროსაც მიგვიღია, 7-8,5 ტონა, მაგრამ 11 ტონა
აბსოლუტური რეკორდია, რაც ძალიან გვახარებს.
https://www.facebook.com/kakha.lashkhi/videos/2272565256326418/
სანერგეში სხვა ძალზე საინტერესო ხორბლის ჯიშებიც იცდება ამბობს
ირაკლი რეხვიაშვილი და ჩვენ ორ-სამ წელიწადში კიდევ მაღალ შედეგს
მივიღებთ 11 ტონა ზღვარი არ არის.