დედამიწაზე მიმდინარე კლიმატურმა ცვლილებებმა საფრთხე შეუქმნა ათასწლეულის განმავლობაში შექმნილ ეკოსისტემებს, ამიტომ საჭირო გახდა მცენარეთა ისეთი ჯიშების გამოვლენა, რომლებიც უფრო გამძლეა კლიმატური ცვლილებებისადმი, იძლევა უხვ მოსავალს და უსაფრთხო იქნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე დღეს, ისე ვიდრე არასდროს განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს ისეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოვლა-მოყვანა, როგორიც არის ხორბალი, რომელის უმნიშვნელოვანეს პროდუქციას პური წარმოადგენს.
ეს უკანასკნელი ხომ კვლავ რჩება დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ძირითად საკვებ პროდუქტად, მაშინ როცა ხორბლის მარცვალი შეიცავს ადმიანის არსებობისთვის შეუცვლელ ამინის მჟავებს, რომელთა გამომუშავება ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია.
აკადემიკოს ნ. ვავილოვის აზრით, საქართველო, ხორბლის წარმოშობის საყოველთაოდ აღიარებულ წინა აზიურ არეალში ერთ-ერთი განსაკუთრებული კერათაგანია, სადაც შემორჩენილია ხორბლის ევოლუციის ყველა ეტაპის შესატყვისი ისეთი ენდემური სახეობები, როგორებიც არის: მახა(Triticum Macha),ზანდური (Triticum timofeevi), დიკა (Triticum carthlikum-persicum), ჟუკოვსკი (Triticum zhucovsci), ასლი(Tr. georgicum) თავიანთი მრავალი ვარიაციებით,რომელთა აღწერას და სისტემატიზაციაში დიდი ღვაწლი მიუძღვით აკადემიკოსებს: პ. ჟუკოვსკის, ნ. ვავილოვს, ლ.დეკაპრელევიჩს, პ.ნასყიდაშვილს და სხვებს. როგორც აკადემიკოსი პ. ნასყიდაშვილი აღნიშნავდა, ქართული ენდემური ხორბლების დიდი პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ახასიათებთ იმუნიტეტის გენების განსაკუთრებული თვმოყრა სხვადასხვა სოკოების, ნაცრისა და სხვა დაავადებათა მიმართ,ასევე ზოგიერთი მავნებლის მიმართაც კი. მსოფლიოში აღწერილ ხორბლის 27 სახეობიდან ჩვენში აღწერილია14 სახეობის ხორბლის მრავალი პოპულაცია, რომელთა საფუძველზე, ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში, ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევის შედეგად, კონკრეტულ ბუნებრივ -ეკოლოგიურ პირობებში შეიქმნა და ჩამოყალიბდა ბუნებრივი სელექციის მრავალი სახეობა, რომელთაც განმტკიცებული აქვთ თავისებური ბიოლოგიური და სამეურნეო ნიშნები. გარდა სახეობათა სიმრავლისა საქართველო გამოირჩევა ხორბლის სახესხვაობათა განსაკუთრებული სიმრავლითაც. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა აგრეთვე, როგორც ნიადაგების სიჭრელთ, ასევე ე.წ ვერტიკალური ზონალობის სიმრავლით და თავისებურებებით. ამ თავისებურებებმა, კლიმატის განსხვავებულმა ხასიათმა განაპირობა ქართული აბორიგენული ხორბლების სახეობრივი და ჯიშობრივი მრავალფეროვნება, რაც აგრეთვე განსაზღვრავს განსხვავებული პირობებისადმი შეგუების მაღალ ხარისხს.
ამას გარდა ბევრი ქართული ხორბლის ჯიში ავლენს გამძლეობას მრავალ დაავადებათა მიმართ, მტკიცეღეროიანობის წყალობით გამძლეობას ჩაწოლის და ჩაცვენისადმი.
ამგვარად ქართულმა ხორბალმა გაიარა რა ევოლუციის გრძელი გზა ბუნებრივ სპონტანური და ხალხური სელექციიდან მეცნიერულ სელექციამდე, წარმოჩინდა მრავალი მნიშვნელოვანი თვისებების მქონე უძველესი და თანამედროვე ჯიშებით. ასე მაგალითად: ნიადაგური და კლიმატური პირობებისადმი შეგუების დიდი უნარით ხასიათდება ქართლის თეთრი დოლის პური; ქართლის წითელი დოლი; დოლი 35-4; დოლის პური 18-46; ახალციხის წითელი დოლი; კახური დოლი ძალისურა; გომბორულა; იფქლი; ხულუგო; ლაგოდეხის გრძელთავთავა. დაავადებებისადმი გამძლეობით გამოირჩევა: ხულუგო; დიკა 9-14; მაგარი ხორბლის ჯიშები; ჯავახეთის დიკა; კორბოულის დოლი. საერთო დამახასიათებელი ნიშანი ქართული ხორბლების არის -გამძლეობა მარცვლის ცვენადობაზე, თავთავიდან მარცვლის გამოლეწვის მაღალი ხარისხი; მყარი (თუმცა დაბალი 22-30ც/ჰა) მოსავლიანობა. პურცხობის მაღალი უნარი, ცილის საკმაოდ მაღალი შემცველობა და მასში შეუცვლელი ამინის მჟავების არსებობა.
ზოგიერთი ქართული ჯიშის მარცვლის ბიოქიმიურ შემადგენლობაზე წარმოდგენას შეგვიქმნის ქვემოთ მოყვანილი ცხრ. 1-ის მაჩვენებლები, სადაც პირველი სამი, ძველი ქართულია, ხოლო ბოლო ორი თანამედროვე ინტენსიური ტიპის ხორბლის ჯიშია.
ხორბლის ზოგიერთი ჯიშის მარცვლის ბიოქიმიური მაჩვენებლები
(შემცველობა -%) 2017 ცხრ.1
N | სახელწოდება | პროტეინი | წებოგვარა | წებოგვარა | მინისებურობა | ენერგია | უჯრედანა | სახამებელი | ნატურა |
1 | შავფხა | 15.2 | 31 | 23.9 | 30 | 323 | 47 | 43.9 | 707 |
2 | თეთრი დიკა | 16.4 | 35 | 31.7 | 40 | 385 | 57 | 48.8 | 761 |
3 | წითელი დოლი | 16.7 | 35 | 30.8 | 32 | 395 | 53 | 48.3 | 735 |
4 | ლგ-123 | 13.2 | 24 | 23.9 | 38 | 274 | 35 | 52.7 | 765 |
5 | ლგ-126 | 13.7 | 26 | 25.3 | 38 | 286 | 37 | 52.1 | 780 |
ამ ცხრილის მასალები მიუთითებს ძველი ქართული ხორბლის ჯიშების მარცვალში ცილის საკმაოდ მაღალ შემცველობაზე.
უძველესი ქართული ხორბლისა და მათი სელექციის შედეგად შექმნილი ჯიშების გარკვეულ ნაწილს, ორ ათეულ წელზე მეტია ყოველწლიურად ცოცხალი კოლექციის სახით ვიცავთ ქვემო ქართლის რეგიონში. ამ პერიოდში შევძელით რამდენიმე ჯიშის- შავფხა, თეთრი დიკა, ახალციხის წითელი დოლის გამრავლება და გავრცელება ჩვენი ქვეყნის ხორბლის მთესველ რეგიონებში. გთავაზობთ ასურეთის ნაკვეთზე 2017წელს განთავსებული ჯიშების ჩამონათვალს (ცხრ.2)
ძველი ქართული ჯიშების ასურეთის ნაკვეთზე დაცული კოლექცია ცხრ.2
N | სახელწოდება |
1 | Tr.monococcum var.vulgare Koern მონოკოკუმი, გვაწა ზანდური |
2 | Tr. Georgicum var chvamlicum Supat. ასლი კოლხური ( დიკოკუმი) |
3 | Tr.dicocum var. caucasicum Stolet. ასლი ქართლის (დიკოკუმი) |
4 | Tr. Timofeevi var. viticulosum Zuk. ჩელტა ზანდური |
5 | Tr. Cartlicum var. rubiginozum Zuk. წითელი დიკა |
6 | Tr. Cartlicum var. stramineum Zuk. თეთრი დიკა |
7 | Tr. Cartlicum var. dzhavachicum Sichar. ჯავახური დიკა |
8 | Tr. Compaqtum var. ereticum Mazz. კომპაქტუმი |
9 | თr. Durum var. Carulescens Koern. მაგარი ხორბ. თავთუხი, შავფხა |
10 | Tr. Aestivum var. Lutescens ხულუგო |
11 | Tr. Macha var. megrelicum Men. მახა მეგრული |
12 | Tr. Macha var subletschumicum Dekapr. et Men. მახა ლეჩხუმური, მაღალმთ |
13 | Tr.macha paleokolchicum Dekapr. Men. მახა კოლხური |
14 | Tr. Macha var paleoimereticum მახა იმერული |
15 | Tr. Tr. Macha var letshumicum მახა, ლეჩხუმური |
16 | Tr. Aestivum var ferrugineum წითელი დოლი |
17 | Tr. Aestivum var. Lutescens რაჭულა |
18 | Tr.aestivum var. Aestivum იფქლი |
19 | Tr. Zukovski ზანდური |
20 | Bezostaia ბეზოსტაია |
ამ კოლექციის უმეტესი ნაწილი ჯიშ-პოპულაციების სახით არიან
წარმოდგენილნი, ითესება ხელით, შენარჩუნდება თავდაპირველი,
(პოპულაციების) სახით. ზოგიერთ მათგანზე მიმდინარეობს სელექციური
მუშაობა.
კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ წინააღმდეგობათადაძლევის
გზები
თანამედროვე პირობებში განსაკუთრებული სიცხადით წარმოჩინდა კლიმატის
გლობალური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები. ათასწლეულების მანძილზე
ჩამოყალიბებულმა ეკოსისტემებმა, შეცვლილი ტემპერატურული და ტენით
არახელსაყრელი უზრუნველყოფის რეჟიმების პირობებში, იწყეს
რღვევა. ახალმა ეკოლოგიურმა გარემომ, აგროკლიმატურ არეალთა
საზღვრების ცვლილებებმა, მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო წარმოებისადმი
ახალი მიდგომები, ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისადმი ახლებური ხედვის
აუცილებლობა.მოქნილი კორექტირების ქვეშ მოექცა მცენარეთა
მოვლა-მოყვანის ჩვენთვის ცნობილი და განმტკიცებული
აგროტექნიკური ვადების საკითხი. კორექტირება მოითხოვა აგროტექნიკურმა
ღონისძიებებმა.
სწორედ ამ პირობებში საჭირო გახდა ახალი რეალობისადმი
მედეგი სასოფლო-სამეურნეო ჯიშების გამოვლენა, ასევე სელექციის
გზით ახალი ჯიშების შექმნა, იმის გათვალისწინებით რომ არ დაემუქროს
საფრთხე ადმიანის ჯანმრთელობას.
ვიხელმძღვანელეთ რა პრინციპით, რომ ადაპტაციისა და
სტაბილურობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა ის ჯიშები, რომელთა
მოყვანა წარმოებს უშუალოდ თავიანთი ჩამოყალიბების ზონაში აქცენტი
სწორედ ასეთ ჯიშებზე გავაკეთეთ.
ამგვარი მიდგომით ჩვენს ხელთ არსებული კოლექციიდან შერჩეულ იქნა
რამდენიმე ჯიში, თუმცა აღნიშნულ პროცესს წინ უძღოდა გარკვეული
სამუშოები.
ასევე ხელი მიგვიწვდებოდა ზოგიერთ რუსულ ჯიშებზეც. ამ ჯიშებთან ხანგრძლივმა მუშაობამ (25-წელზე მეტი), დაკვირვებებმა მათ რეაგირებაზე კლიმატური ცვლილებების მიმართ, დაგვანახა უძველესი ჯიშების ადაპტირების უფრო მაღალი ხარისხი, რაც უპირატესად ზოგიერთ ბიომეტრიულ მონაცემს და საბოლოოდ მოსავლიანობის სტაბილურობაში გამოვლინდა. ამის გამოხატვის მცდელობას ქვემოთ მოყვანილი ცხრ. 3-ეს მონაცემები წარმოადგენს.
ხორბლის მცენარეთა სიმაღლეებისა და მოსავლის დინამიკა ჯიშების მიხედვით, ტენით ცუდად უზრუნველყოფისა და არახელსაყრელი ტემპერატურული რეჟიმის პირობებში. ცხრ3.
N |
წელი ხორბ. ჯიში |
2013 |
2015 |
2017 |
|||
სიმაღლე სმ |
მოსავალი ც/ჰა |
მც. სიმ. სმ |
მოსავ. ც/ჰა |
სიმაღლე სმ |
მოსავ. ც/ჰა |
||
1 |
ბეზოსტაია |
80 |
31.8 |
91.6 |
32.8 |
94 |
36.0 |
2 |
ლგ-143 |
67.1 |
38.9 |
85.0 |
43.4 |
125 |
47.3 |
3 |
კრასნოდარსკ. |
65.5 |
38.95 |
90.3 |
49.4 |
105 |
52.5 |
4 |
შავფხა |
150.3 |
32.4 |
148.5 |
31.5 |
149.0 |
33.1 |
5 |
თეთრი დიკა |
107.5 |
29.8 |
110.7 |
31.0 |
112 |
29.8 |
6 |
წითე. დოლ |
112 |
37.5 |
115 |
35.4 |
115 |
36.4 |
ცხრილის
მასალებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ
თანამედროვე ინტენსიური ტიპის ჯიშებს უმაღლესი მოსავლის მოცემა,
ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში, შეუძლიათ მხოლოდ დიდი რაოდენობის
მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების,
მორწყვის და მაღალი აგროტექნიკის ფონზე. აღნიშნულ გამოწვევებს ძველი
ჯიშები უპირისპირებენ მაღალ იმუნურობას დაავადებათა მიმართ, ასევე
გვალვა და ჭარბტენიანობის, ყინვის მიმართ გამძლეობას. როგორც ზემოთ
აღვნიშნავდით მათი მოვლა-მოყვანა შესაძლებელია ვერტიკალური ზონალობის
საკმაოდ ფართო დიაპაზონში. ადვილია მოყვანა ბიოპრეპარატების
გამოყენებით და იძლევა, თუმცა დაბალ, მაგრამ სტაბილურ მოსავალს.
მაშინ, როდესაც თანამედროვე ჯიშების უმრავლესობა იმდენად მტკივნეულად
რეაგირებს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორზე, რომ არ გამოირიცხება
მოსავლიანობის მაჩვენებლების კატასტროფული ვარდნა. ცხრილში მოყვანილი
წლების მიხედვით ატმოსფერული ნალექების უკმარისობა და
გაზაფხულზე მცენარეთა ვეგეტაციის განახლების, ბარტყობის ფაზაში,
ატმოსფეროს ტემპერატურის დღეღამური ცვალებადობა ხასიათდებოდა მკვეთრი
კონტრასტულობით. დღისით +10-12 გრადუსსა და ღამით -7-10 გრადუსს
შორის, რაც აისახა მცენარეთა ზრდა განვითარებაში.
3.ხორბლის ძველი ჯიშების იმუნურობის და არახესაყრელ გარემო პირობებთან
შეგუების უნარის გამოყენება ორგანული მეურნეობის საწარმოებლად.
ჩვენს ძირითად მიზანს, გვეწარმოებინა ეკოლოგიურად
სუფთა პური, აკმაყოფილებდა თვისებები, რითაც ხორბლის ძველი,
ქართული ჯიშები ხასიათდებიან. თუმცა ორგანული მეურნეობის წარმოებამდე,
ჩვენს წინაშე იდგა გამოწვევები: ა) თესლის სიწმინდის; ბ) სტაბილური
მოსავლიანობის; გ) სარეველებზე და დაავადებებზე კონტროლის; ე)
მარცვალში ბიოქიმიური და ტექნოლოგიური მაჩვენებლების
სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის
ზემოაღნიშნული ჯიშებიდან, პირველადი მეთესლეობისთვის შევარჩიეთ
შავფხას, დიკას და წითელი დოლის სახელწოდების ხორბლები, რომლებიც
პოპულაციების სახით არიან წარმოდგენილნი. თითოეული მათგანი დაითესა
თითო ჰექტარზე, მექანიზებულად. პარალელურად ხელით დავთესეთ,
ე.წ. ხაზებად ამ ჯიშებიდან, წინა წელს პოზიტიური გამორჩევის გზით
აღებული-1000-1000 თავთავი(ასევე პოპულაციები), რომელთაც
დაემატა ახალციხის წითელი დოლის პურიდან 10 წლიანი სელექციით
გამორჩეული სახესხვაობის 2000 თავთავი სულ 0.5ჰა ფართობზე. თესვამდე
თესლი დამუშავდა ქართული წარმოებული ბიოპრეპარატებით (ორგანიკა,
ფიტოკატენა, ლეპიდინი). პირველადი მეთესლეობის ნაკვეთის საერთო
ფართობია -6 ჰექტარი. წინამორბედი კულტურა ბუნებრივი ბალახნარევი.
ნაკვეთის მეორე ნახევარს დაიკავებს ერთწლიანი პარკოსანი
ბალახი(ცერცველა ან მუხუდო) ხორბლის ნათესში ასევე
გამოყენებული იქნება ბიოპრეპარატები ფოთლოვანი გამოკვების
თვალსაზრისით.
მოსავლიანობის გაზრდის უზრუნველსაყოფად
,,ახალციხის წითელი დოლის პურიდან“ გამორჩეული სახესხვაობა, ამავე
ჯიშის სხვა პოპულაციებიდან გამოირჩევა თავთავის სიგრძით-20-22სმ,
თავთუნების რაოდენობით, 1000 მარცვლის წონით-38-40გრ. ამ სახესხვაობის
სელქციამ,10 წლის მანძილზე მოგვცა მოსავლიანობის გაზრდის პერსპექტივა
10-15%-თ. სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ხორბლის თავთავის სათესლე
მიზნით, მხოლოდ მისი შუა ნაწილის მარცვლების გამოყენება.
სარეველებთან ბრძოლის მიზნით დაზუსტდა თესვის ნორმა 5.5
მილიონი მარცვალი/ჰა, რომელიც წარმატებით უზრუნველყოფს სარეველების
დათრგუნვას და ამასთანავე ეს სიხშირე გამორიცხავს ამ ხორბლებისათვის
დამახასიათებელ ,,ჩაწოლის“ უარყოფით მოვლენებს.
ამავე მიზანს ემსახურება ფართობის მეორე ნახევარზე
პარკოსნების თესვა (ცერცველა, მუხუდო). ეს კულტურები სარეველების
დათრგუნვის მიზნით, დაითესება ე.წ მთლიანი მოთესვისწესით. მხოლოდ 0,2
ჰადაეთმობა მომავალი წლის ამავე კულტურის თესლით საკუთარ
უზრუნველყოფას.
პარკოსანი კულტურის ყვავილობის ფაზაში მოხდება ნათესის
სიდერაცია (ჩახვნა ნიადაგში) ივნისის თვის დასაწყისში. აგვისტოში,
ჩატარდა პირველი ზედაპირული გაფხვიერება, რასაც მოჰყვება ამ ფართობზე
უკვე განვითარებული სარეველების მოსპობა და ნიადაგის ზედაპირული
ქერქის მოშლა. ეს უკანასკნელი ხელს შეუშლის ნიადაგის ზედაპირიდან
ტენის აორთქლებას. ოქტომბრის დასაწყისში ნიადაგის თესვისწინა
კულტივაცია მთლიანად უზრუნველყოფს ნაკვეთის სარეველებისგან გაწმენდის
საკითხს.
განოყიერების სისტემა
პარკოსნების ნათესის დამუშავება ორგანული თხევადი სასუქით (ორგანიკა)
ორჯერადად 20+20 ლიტრი ჰექტარზე; პარკოსნების სიდერაცია;
ხორბლის ნათესში ორგანიკას სამჯერადად გამოყენება 5ლ/ჰა
ბარტყობის ფაზაში; 15ლ/ჰა აღერების ფაზაში; 10 ლ/ჰა დათავთავების წინ.
დაავადებებთან და მავნე მწერებთან
ბრძოლა
ბიოფუნგიციდის ფიტოკატენას გამოყენება: თესლის
დამუშავება 0.2ლ/ტ; ნათესის დამუშავება ფესვის სიდამპლის და სოკოების
საწინააღმდეგოდ ორჯერადად 2.5ლ/ჰა+2.5ლ/ჰა თხევად
სასუქთან კომბინაციაში.
ბიოპესტიციდ-ლეპიდინის გამოყენება :თესლის დამუშავება 0.2ლ/ტ; ნათესის
დამუშავება ორჯერადად თხევად სასუქთან კომბინაციაში2.5ლ/ჰა
+2.5ლ/ჰა.
ირაკლი რეხვიაშვილი, , სელექციონერი, „ფირმა ლომთაგორას“
დირექტორის მოადგილე სამენიერო დარგში, სმმ დოქტორი